გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
- ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1. ანგარიში – ნიშნავს კლიენტის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
1.1.2. ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
1.1.3. გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტისა და მერჩანტის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;
1.1.4. ვებ-გვერდი – ნიშნავს safesept.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;
1.1.5. კლიენტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს safesept.ge საშუალებით შეიძინოს პროდუქცია;
1.1.6. კომპანია, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს safesetp.ge-ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405302186, რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, არჩილ ცაგარელის #82 ან მასთან აფილირებულ ან მის ნებისმიერ შვილობილ პირს;
1.1.7. მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს safesept.ge-ზე რეგისტრირებულ კლიენტს შესაბამისად, ცალ-ცალკე და ერთად;
1.1.8. მხარეები – ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
1.1.9. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
1.1.10. უნივერსალური იდენტიფიკატორები – safesept.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს safesept.ge-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
1.1.11. წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც safesept.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს მომსახურებასთან წვდომისათვის;
1.1.12. ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და safesept.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
1.2. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
3.მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
3.1. მყიდველის safesept.ge-ს მომსახურებებით სარგებლობის წესი:
3.1.1. safesept.ge-ს მომსახურებით მყიდველის მიერ სარგებლობისათვის:
- მყიდველი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე Safesept.ge;
- რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
- რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება safesept.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს;
- რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
- ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
- თუ მყიდველს უჩნდება დამატებითი კითხვა safesept.ge-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს ტელეფონის ნომერზე : 596 34 44 00 ან ელ.ფოსტაზე: support@safesept.ge
მყიდველი safesept.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:
- VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე www.safesept.ge
4. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
4.1 safesept.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
4.2. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 4.1 მუხლით განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
4.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს safesept.ge პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
5.ნივთის შეძენა და მიღების წესი
5.1. კლიენტი safesept.ge-ზე შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
5.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
- თავად შემძენი (კლიენტი) პირადად;
- კლიენტის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
5.3. თუ კლიენტი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან safesept-ს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა Safesept-მა მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
8.ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა
8.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ Safesept.ge-ს ნივთის მიწოდებისა და დაბრუნების პირობებს. ჩვენს ვებ-გვერდზე – საფესეპტ.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
8.2. ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა ეხება თქვენს მიერ შეძენილი ნივთის დაბრუნების ან შეცვლის სურვილის შემთხვევაში ნივთის დაბრუნების/შეცვლის წესებსა და პირობებს.