1. ლიფტის ღილაკები
როგორ ფიქრობ, ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ეხება ლიფტის ღილაკებს? პასუხი მარტივია – ბევრი. სწორედ ამიტომ, ლიფტის ღილაკებზე იმაზე მეტი ბაქტერია გროვდება, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილას.

აქ ორი არჩევანი გვაქვს: დავაწვეთ ღილაკს იდაყვით და ცოტა სახალისოები გამოვჩნდეთ, ან შეხების შემდეგ ხელები უცებ გავიწმინდოთ სანიტაიზერით.
2. სამუშაო მაგიდა
აი სად ბუდობს ყველაზე მეტი ბაქტერია, 400-ჯერ მეტი ვიდრე საპირფარეშოზე, ეს კი დაახლოებით 21 000 ბაქტერია, ვირუსი და სოკოა.

ბაქტერიები ყველაზე მეტს ჩვენს ხელებზე მოგზაურობენ და შეხების შემდეგ გადადიან ნივთიდან ნივთზე, ადამიანიდან – ადამიანზე.
სწორედ ამიტომ, ნივთების დასამუშავებლად გამოიყენე ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარი, ხელების ხშირი დაბანა და სანიტაიზერის გამოყენება კი ინფექციების გავრცელების შეჩერების მთავარი გასაღებია.
3. კლავიატურა და მაუსი
ჩვენ მასზე ვაცემინებთ, ვასხამთ სასმელს და ვჭამთ კიდევაც. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათად ვწმენდთ -თითქმის არასდროს. იცით ვის უყვარს წებოვანი ანაბეჭდები და საჭმლის ნამცეცები? – მიკრობებს.

გამოიყენე ზედაპირების სადეზინფექციო მათ გასაწმენდად და გახადე ეს შენი ყოველდღიურობის ნაწილი.
4. ტელეფონი
ოფისის ტელეფონი სამუშაო მაგიდაზე არანაკლებ დაბინძურებულია. მასზე ბაქტერიები როგორც ხელიდან, ასევე პირიდანაც ვრცელდება.

გაუკეთე ტელეფონს დეზინფექცია დღეში რამდენჯერმე ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას სხვა თანამშრომლებიც იყენებენ.
5. საოფისე აღჭურვილობა
მათ ყველა ეხება, თუმცა არავინ წმენდს.

მიკრობები მარტივად მრავლდებიან პრინტერისა და სხვადასხვა მოწყობილობების ღილაკებზე. ამიტომ, მუდმივად ატარე ხელის სანიტაიზერი, რათა შეხების შემდეგ დაიმუშავო ხელები.
6. საპირფარეშო
მეექსვე და ყველაზე მნიშვნელოვანი საპირფარეშოა, რომლის სისუფთავეზეც დარწმუნებული ვარ თქვენი დამლაგებელი ზრუნავს
