როგორ მოვუაროთ მცენარეებს შემოდგომაზე? | 5 რჩევა
მცენარეებისთვის გაზაფხული და ზაფხული ყველაზე აქტიური პერიოდია. ამ დროს ხდება მათი გადარგვა, განაყოფიერება და სწრაფი ზრდა. ასეთ მკვეთრ ცვლილებებს კი გრილი სეზონები აბალანსებს. შემოდგომასა და ზამთარში შესაძლოა ჩვენმა მცენარეებმა შეანელონ ზრდა და გადავიდნენ დასვენების, მიძინების ფაზაზე, რამაც არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენ გაგიზიარებთ 5 რჩევას, თუ როგორ შეუქმნათ კომფორტული გარემო მცენარეებს გრილ დღეებში.
1. შეამცირეთ მორწყვა
შემოდგომის დადგომასთან ერთად ტემპერატურა დაბლა იწევს და ჩვენი მცენარეების მორწყვის საჭიროებაც მცირდება. წყალი უფრო ნელა ორთქლდება ნიადაგიდან, ვიდრე თბილ ამინდებში. ამიტომ დააკვირდით რა პერიოდი სჭირდებათ თქვენს მცენარეებს წყლის ასათვისებლად და ამის მიხედვით მოარგეთ მორწყვის გრაფიკი. უმჯობესია არ მორწყათ, სანამ ნიიადაგის ზედა 3 სმ-ზე წყალი არ გაშრება. ეს, რა თქმა უნდა, ზოგადი რეკომენდაციაა, რადგან თითოეულ მცენარეს სხვადასხვა საჭიროება აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოიძიოთ ინფორმაცია მის შესახებ და მიუდგეთ ინდივიდუალურად. თუ ნიადაგი დიდი ხნის განმავლობაში სველი დარჩება, ამან შესაძლოა სოკოს გაჩენაც გამოიწვიოს.
2. იშვიათად გამოიყენე სასუქი
ორგანული სასუქი შესანიშნავია მცენარის საკვები ნივთიერებების შესავსებად, ის იდეალურად მოქმედებს გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა მცენარე ზრდის ფაზაშია. ხოლო თუ მცენარე მიძინების ფაზაშია, განსაკუთრებით კი ზამთარში, სასუქმა შესაძლოა დაწვას მისი ფესვები.
3. „მოაწესრიგეთ“ თქვენი მცენარე
მიძინების პერიოდი შესანიშნავი დროა მცენარის მოსაწესრიგებლად. მოაშორეთ გაფუჭებული, მოყვითალო ფოთლები და ნებისმიერი არასაჭირო წარმონაქმნი, რომელიც ზაფხულში გაუჩნდა. ნესტიანი, სველი ქსოვილის გამოყენებით ორივე მხრიდან გაუწმინდეთ ფოთლები.
4. სინათლისა და ტემპერატურის ცვლილება
დააკვირიდით, როგორ მოქმედებს შემოდგომის დადგომა თქვენს სახლში განათებასა და ტემპერატურაზე? გაითვალისწინეთ, მცენარეებს არ უყვართ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ამიტომ მზის სხივების მისაღებად შესაძლოა მათი ადგილის შეცვლაც დაგჭირდეთ. ამასთან, გამათბობელით შესაძლოა ზოგიერთი მცენარე დაზიანდეს, გამოუშრეს ფოთლები და გაუყვითლდეს კიდეები. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ გაუზარდოთ მათ ტენიანობა.
5. ნუ გადარგავთ მცენარეს შემოდგომაზე
თუ გადარგვა გაზაფხულზე ვერ მოახერხეთ, უბჯობესია ეს საქმე მომავალ წლამდე გადადოთ. ახალი ჭურჭელი დიდი სტრესია მცენარისთვის, ამიტომ მსგავს ცვლილებეს ზრდის პერიოდში უკეთ უმკავლდება.