სად იმალებიან ბაქტერიები? | ყველაზე დაბინძურებული ნივთები
პანდემიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელების ხშირი დაბანა აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი.წარმოიდგინე, ხელების დაბანის შემდეგ ისევ უამრავ ნივთს ეხები, რომელებზეც იმაზე მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე წარმოგიდგენია. ამ ნივთებთან შეხების შემდეგ დაბანილი ხელები ისევ თავიდან დასაბანი ხდება. ჩვენ გაგაცობთ იმ 7 ნივთს, რომელსაც ყველაზე ბევრი ბაქტერია ცხოვრობს.
1. მობილური ტელეფონი
მობილურის გამოყენებამდე უამრავ ზედაპირთან გვიწევს შეხება და გასაკვირი არცაა, რომ ის ყველაზე დაბინძურებული ნივთია, რომელზეც 17 000-მდე ბაქტერია ცხოვრობს, იმაზე 10-ჯერ მეტი, ვიდრე საპირფაროშოზე. ჩვენ მას ვიყენებთ ყველგან, ქუჩაში, სახლში, სამსახურში, ახლოს მიგვაქვს სახესთან და შეიძლება ითქვას, ყველგან ვავრცელებთ მისგან გადმოტანილ ბაქტერიებს.
დეზინფექციით ამ საშიშროების თავიდან აცილება ძალიან მარტივია. ამოიღე ტელეფონი ქეისიდან, ოდნავ დაასველე საწმენდი ნაჭერი SAFESEPT Clean-ის სადეზინფექციო ხსნარით და მთლიანად გაწმინდე ტელეფონი. არ დაგავიწყდეს ქეისისა და სხვა აქსესუარების დეზინფექციაც. გახადე ეს ჩვევა შენი ყოველდღიურობის ნაწილი.
2. კომპიუტერის კლავიატურა, მაუსი და ტელევიზორის პულტი.
გახსოვს ბოლოს როდის გაწმინდე ტელევიზორის პულტი? ეს ის ნივთია, რომელსაც რამდენიმე ადამიანი იყენებს და მობილურის მსგავსად, ისიც ყოველი შეხებისას ბინძურდება.
ამ ნივთების დეზინფექცია მარტივია, თუ SAFESEPT Clean-სა და საწმენდ ნაჭერს გამოიყენებ. დეზინფექცია უნდა ჩაატარო მინიმუმ ყოველდღე და უფრო ხშირადაც, თუ ოჯახში ვინმეს ვირუსი ან სურდო აქვს.
3. კარის სახელურები
სახლში თითოეული კარის სახელური უამრავი ბაქტერიის მატარებელია. მას ყოველდღიურად ბევრი ხელი ეხება.
სახელურების დაბუნძირების პრობლემას მარტივად მოგიგვარებს Safesept Clean სადეზინფექციო ხსნარი და საწმენდი ნაჭერი.
შენიშნვა: შეასხი ხსნარი სახელურს და თითოეული კარი გაწმინდა სხვადასხვა ნაჭრით.
4. პროდუქტების საჭრელი დაფა
სამზარეულოში, საკვებისგან გავრცელებული ბაქტერიები ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია.
საჭრელ დაფებზე, განსაკუთრებით კი ხის დაფებზე, ბაქტერიები ბუდობენ პატარა ჭრილებში, საიდანაც მათი მოშორება ძალიან რთულია.
ამიტომ, სასურველია დაფები გარეცხო ყოველი გამოყენების შემდეგ საპნიან წყალში, დააშხურო ზედაპირზე Safesept Clean და დაელოდო გაშრობას. ასე ნებისმიერ ბაქტერიასა და ვირუსს გაანადგურებ.
5. რბილი ავეჯი
რამდენ სტუმარს იღებ სახლში ყოველდღიურად? ყოველი მათგანი შენს დივანზე საგარეო ტანსაცმლით ჯდება, შესაბამისად დივნის ზედაპირზე ჩნდება უამრავი ბაქტერია, რომელიც აუცილებლად უნდა მოაშორო.
6. ლიფტის ღილაკები
განსაკუთრებით დაბინძურებულია პირველი სართულის ღილაკი. პირველ სართულზე ყოვედლღიურად უამრავი ადამიანი ჩადის, რაც ამ ღილაკს მიკრობებით აბინძურებს.
ღილაკზე შეხების შემდგომ აუცილებლად გამოიყენე ხელების სადეზინფექციო სითხე Safesept Fresh. ხოლო თუ თან არ გაქვს სადეზინფექციო საშუალება, ეცადე არ შეეხო პირს, თვალებს, სახეს და მალევე დაიბანო ხელები.
7. შინაური ცხოველების სათამაშოები და ჭურჭელი
ჩვენი ოჯახის საყვარელ წევრებზე ყოველთვის განსაკუთრებულად ვზურავთ.
თუმცა, ერთი რამ აუცილებალად უნდა გაითვალისწინო: თასებში, ყოველი გამოყენების შემდეგ, უამრავი ბაქტერია გროვდება.
ამიტომ, შენი ცხოველის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თასი ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხო ცხელი წყლითა და საპნით, შემდეგ კი დაამუშაო Safesept Pets სადეზინფექციო ხსნარით. სულ რამდენიმე წუთში ნებისმიერ ბაქტერიას გააქრობ.