საპონი VS სანიტაიზერი | როდის გამოვიყენოთ თითოეული?
პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელების ჰიგიენა ჯანმრთელად ყოფნის ერთ-ერთი ძირითადი იარაღია. თუმცა, საპნისა და წყლის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება კანი გამოგვიშროს და დაგვიზიანოს, ამიტომ მნიშვნელოვანია არამარტო ხელების სისუფთავე, არამედ კანის სიჯანსაღეც.
როდის უნდა დავიბანოთ ხელი საპნით და როდის უნდა გამოვიყენოთ ხელის სანიტაიზერი?
დავიწყოთ ცოტა მეცნიერებით
ხელის კანი დიდ როლს თამაშობს ჩვენს ჯანმრთელობაში. როცა კანი ჯანმრთელია, უჯრედები ორგანიზებულად და ჰარმონიულად მუშაობენ. ინარჩუნებენ ტენიანობას და აქრობენ პათოგენებს, გამაღიზიანებლებსა და ალერგენებს. როდესაც ჩვენი კანი ზიანდება, ლიპიდების ფუნქცია ირღვევა, რაც იწვევს:
- კანის სიმშრალეს
- კანის აქერცვლას ან ქავილს ხელის უკანა ნაწილსა და თითებს შორის
- სიწითლეს
- შეშუპებას
და ა.შ
რა შეგიძლია გააკეთო შენი კანის დასაცავად?
გამოიყენე დამატენიანებელი და ყოველთვის გადაამოწმე შემადგენლობა. დარწმუნდი მის უვნებლობაში. (არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს)
ხელების დაბანისას კი გამოიყენე გრილი ან ოთახის ტემპერატურის წყალი. წყლის ტემპერატურას არ აქვს გავლენა ბაქტერიების გაქრობაზე, პირიქით, ცხელმა წყალმა შესაძლოა კიდევ უფრო გაგიღიზიანოს კანი.
როდის უნდა დაიბანო ხელები?
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ხელები დაიბანო ხილული დაბინძურების შემთხვევაში. ასევე:
- საჭმლის მომზადებამდე და მომზადების შემდეგ
- საჭმლის ჭამამდე
- ჭრილობის დამუშავებამდე და მის შემდეგ
- საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ
- ბავშვის საფენების გამოცვლის შემდეგ
- დაცემინების შემდეგ
- ცხოველის და მისი საკვების შეხების შემდეგ
- ნაგვის შეხების/გადაყრის შემდეგ
როდის უნდა გამოიყენო ხელის სანიტაიზერი?
სანიტაიზერი შეგიძლია გამოიყენოთ ნებისმიერ მომენტში, როდესაც არ გაქვს წყალი და საპონი
- სასურსათო მაღაზიაში სტუმრობის შემდეგ
- ნებისმიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ყოფნისას
- ზედაპირებთან შეხების შემდეგ, როგორიცაა მობილური, ლეპტოპი, შუქის ჩამრთველი, კარის სახელური და ა.შ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საკუთარი სანიტაიზერის ტარება განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რათა მაქსიმალურად დაიცვა საკუთარი თავი და გარშემო მყოფები. ასევე მნიშვნელოვანია იცოდე რომელ სანიტაიზერს იყენებ. არის თუ არა ალერგიული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.
რა იწვევს კანის დაზიანებას?
კანის დაზიანება შესაძლოა საპნის და უხარისხო სანიტაიზერის ხშირმა გამოყენებამ გამოიწვიოს. ხელის ხშირის დაბანა იმაზე სწრაფად აშორებს ლიპიდებს, ვიდრე მას ჩვენი კანი ბუნებრივად აღადგენს, ეს კი იწვევს მშრალ და დაზიანებულ კანს.
ჩვენი ხელის სანიტაიზერი არ აქრობს ლიპიდებს, ხშირად გამოყენების შემთხვევაშიც კი. ბუნებრივი კომპონენტებისგან შემდგარი ხსნარი შენს ხელზე მოაშორებს ნებისმიერ ბაქტერიასა და ვირუსს ყოველგვარი დაზიანებისა და კანის გამოშრობის გარეშე. ამასთან, ხსნარი არის ჰიპოალერგიული და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო
მაინც, რომელი ჯობს?
ხელების ჰიგიენის შესანარჩუნებლად იდეალურია როგორც საპონი, ასევე სანიტაიზერი. გამოიყენე იმის მიხედვით, თუ რომელთან გაქვს წვდომა კონკრეტული მომენტისთვის.