რჩევები საახალწლო შოპინგისთვის
2020 წელს, როგორც ყველაფერი, საახალწლო სამზადისიც ძალიან განსხვავებული იქნება. გაითვალისწინე ჩვენი რჩევები საახალწლო შოპინგისთვის.
იმის გამო, რომ სანტა სოციალური დისტანციის დაცვით, ან სულაც მხოლოდ ონლაინ გვესტუმრება, არ ღირს საახალწლო განწყობის გაფუჭება.
ჩვენ რამდენიმე მარტივ რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც დაინფიცირების რისკებს მაქსიმალურად შეამცირებს და თქვენს საყვარელ ადამიანებსაც უსაჩუქროდ არ დატოვებს.
1. იშოპინგე სახლიდან
რატომ უნდა წახვიდე ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრში, როცა ყველაფრის შეძენა ონლაინ შეგიძლია? შეკვეთას სახლში მიიღებ და ახალ წელსაც მშვიდად შეხვდები.
თუმცა, ერთი რამ გაითვალისწინე
წელს განსაკუთრებით ბევრი ონლაინ მყიდველი იქნება და შეიძლება მოთხოვნად ნივთებზე მარაგი მალე ამოიწუროს, ამიტომ ეცადე ყველაფერი წინასწარ შეიძინო.
შეკვეთის მიღებისას თავიდან აიცილე კურიერთან კონტაქტი. შეფუთვა დაამუშავე ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარით და კარგად დაიბანე ხელები.
საბედნიეროდ, შეფუთვებით კორონა ვირუსის გადაცემის რისკი ძალიან მცირეა, თუმცა მაინც არსებობს.
2. მაინც გადაწყვიტე სავაჭრო ცენტრში წასვლა?
რომელ მაღაზიაში შეისეირნებ? ტანსაცმლის, მცენარეების, საბავშვო თუ წიგნების?
როგორც გითხარი ამ ყველაფრის ონლაინ შეძენაც შეგიძლია, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტ რომ მაღაზიებს ესტუმრო, ჩვენგან რამდენიმე რჩევა გაიყოლე
სავაჭრო ცენტრებში:
- დაიცავი დისტანცია, არამარტო სალაროს რიგში, არამედ მაღაზიაში გადაადგილების დროსაც
- რა თქმა უნდა, ყოველთვის ატარე ;
- არ შეეხო თვალებს, ცხვირს და პირს;
- აუცილებლად გქონდეს შენი ხელის სადეზინფექციო ხსნარი. რატომ? იმიტომ რომ მაღაზიების უმრავლესობაში, სამწუხაროდ, იაფფასიანი, დაბალი ხარისხის ხსნარი აქვთ, რომელიც ხელს აშრობს, წვავს და შეიძლება ალერგიულიც იყოს. დარწმუნებული ვარ, ამას შენი კანიც იგრძნობს 🙂
ჩვენი ხელის სადეზინფექციო ხსნარი კი როგორც იცი ხელებს არც აშრობს , არც წვავს და არც ალერგიას იწვევს. მისი ხშირი გამოყენება მხოლოდ ვირუსებსა და ბაქტერიებს ვნებს 🙂
- სახლში დაბრუნებისას მაშინვე დაამუშავე შეძენილი პროდუქტები ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარით
საბავშვო მაღაზიებში
ბავშვებისთვის ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური დღეა. „სანტას“ მიერ მათთვის საჩუქრის გადაცემის პროცესი კი ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილია.
რა უნდა გაითვალისწინო?
რაც არ უნდა უყვარდეს შენს პატარას: რბილი სათამაშოები, ფაზლი-ხალიჩები, პლასტმასის ფიგურები თუ გაჯეტები, ყველაფერს დასჭირდება დეზინფექცია
გაითვალისწინე!
ბავშვებისთვის, განსაკუთრებით 6 წლამდე, ნუ გამოიყენებ ქიმიურ, ქლორის და სპირტის შემცველ ხსნარებს.
Safesept Kids – ეს ის ხსნარია, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობთ!
ის სრულიად უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის, პირში მოხვედრის შემთხვევაშიც კი . მისი საშუალებით შეგიძლია ბავშვის ნებისმიერი ნივთი დაამუშაო: ნებისმიერი მასალისგან დამზადებული სათამაშოები, ჭურჭელი, სკამ-მაგიდა, ჩანთა და ა.შ
ტანსაცმლის მაღაზიები
თუ აუცილებელი არ არის, ეცადე გასახდელით არ ისარგებლო. შეგიძლია შეიძინო ტანსაცმელი, სახლში მოისინჯო და თუ არ მოგერგო დააბრუნო ან სხვა ზომაში გადაცვალო რამდენიმე დღის განმავლობაში, (მთავარია ქვითარი გქონდეს) ამის საშუალებას თითქმის ყველა ტანსაცმლის მაღაზია გაძლევს.
თუ მაინც მოგიწევს გასახდელით სარგებლობა, ეცადე არაფერს შეეხო. განსაკუთრებით სკამს და საკიდს. აუცილებლად გამოიყენე ხელის სადეზინფექციო ხსნარი გასახდელში შესვლამდე და გამოსვლის შემდეგ.
წიგნები
წიგნებს მაინც ხომ ნამდვილად არ ჭირდება მოსინჯვა?
ამიტომ გირჩევთ ონლაინ შეიძინო, დიიიდი საახალწლო ფასდაკლებებითაც ისარგებლო და შეკვეთა სასურველ ადგილას ძალიან სწრაფად მიიღო, მაგალითად ananasi.ge მშვენიერი ვებ გვერდია სადაც უამრავი წიგნი იყიდება დიდი ფასდაკლებებით.
3. უკვე შეარჩიე საჩუქრები? შენთვის კიდევ ერთი კეთილი რჩევა გვაქვს:
2020 წელი ძალიან მძიმე იყო ქართული ბიზნესისთვის, ამიტომ გირჩევთ საუკეთესო საჩუქრები ლოკალურ ბაზარზე მოიძიო, ამით კი მხარი დაუჭირო სტარტაპებსა და მცირე ბიზნესს.
შენი პატარა შენაძენიც კი დაეხმარება ქართულ ეკონომიკას განვითარებაში.
-
ფასდაკლება!
სამედიცინო სამშრიანი პირბადე
₾0.50₾0.40
კალათაში დამატება -
მრავალჯერადი პირბადე ლურჯი
₾3.00
კალათაში დამატება -
ფასდაკლება!
SAFESEPT FRESH ხელებისთვის 100 მლ.
₾8.80₾4.90
კალათაში დამატება -
რესპირატორი KN95 სარქველით
₾5.50
კალათაში დამატება -
ფასდაკლება!
SAFESEPT Clean 1ლტ.
₾29.00₾17.90
კალათაში დამატება -
მრავალჯერადი მწვანე პირბადე
₾3.00
კალათაში დამატება -
მრავალჯერადი პირბადე Real Madrid C.F.
₾15.00
კალათაში დამატება -
მრავალჯერადი პირბადე LAKERS
₾15.00
კალათაში დამატება -
ფასდაკლება!
SAFESEPT FRESH 600 მლ.
₾19.00₾12.90
კალათაში დამატება -
ფასდაკლება!
SAFESEPT CLEAN ზედაპირებისთვის 1ლტ. უტრიგერო
₾28.00₾15.90
კალათაში დამატება -
მრავალჯერადი პირბადე FC BAYERN MUNCHEN
₾15.00
კალათაში დამატება -
ფასდაკლება!
SAFESEPT Clean 100მლ.
₾9.80₾5.90
კალათაში დამატება