7 რამ რაც არ უნდა დაგავიწყდეს შვებულებაში გასვლამდე | SAFESEPT გირჩევთ
ზაფხული ნამდვილად დასვენების სინონიმია. სად გეგმავ შვებულების გატარებას? ზღვაზე მთაში, თუ უცხო ქვეყნების მონახულება გსურს? ნებისმიერ შემთხვევაში, გამგზავრებამდე მოსასწრები საქმეების სია საკმაოდ დიდი იქნება.
დასვენებულებსა და ბედნიერებს, ყველაზე ნაკლებად გვსურს დასალაგებელ და არეულ სახლში დაბრუნება. ამიტომ, გირჩევთ სიას სახლის მოწესრიგებაც დაუმატო, რათა გაკრიალებული დაგხვდეს
1. გაასუფთავე მაცივარი
პირველ რიგში, გადააგდე ვადაგასული პროდუქტები.არ დატოვო ისეთი მალფუჭებადი პროდუქტი, როგორიც არის რძე.
შეასხურე მაცივარში სადეზინფექციო საშუალება SAFESEPT CLEAN, რომელიც ბაქტერიების გავრცელებისგან დაგიცავს და უსიამოვნო სუნსაც გააქრობს.
თუ თავს ენერგიულად გრძნობ, ჩაატარე მაცივრის სრული დასუფთავება, ამაში ჩვენი ბლოგი დაგეხმარება.
2. გადაყარე ნაგავი
ახლა, როცა, შენი ნაგვის ურნა სავსეა მაცივრიდან გადაგდებული პროდუქტებით, დროა მის დაცარიელებაზეც იზრუნო. ურნის დაცლის შემდეგ შეასხურე მას SAFESEPT CLEAN. ის მოკლავს ყველა არსებულ ბაქტერიას და გააქრობს უსიამოვნო სუნს.
3. გარეცხე ტანსაცმელი
დაბრუნებულს ნაკლები სანერვიულო გექნება, თუ დარჩენილ ტანსაცმელს გამგზავრებამდე გარეცხავ.
4. გადაწმინდე სამზარეულოს ზედაპირი და იატაკი
ეცადე არ დატოვო ნამცეცები, რომლებიც მავნე პარაზიტებს მოიზიდავს. კარგად გაასუფთავე სამზარეულოს ზედაპირი და ჩაუტარე დეზინფექცია. ასევე მოწმინდე და მოაპილასოსე იატაკი
5. გარეცხე ჭურჭელი
დაბუნძურებული ნიჟარა ერთ-ერთი ადგილია, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ბაქტერიებს. ამიტომ აუცილებლად გარეცხე ჭურჭელი და ჩაუტარე დეზინფექცია ნიჟარას.
6. გაწმინდე საპირფარეშო
წასვლამდე აუცილებლად გაწმინდე საპირფარეშო და კიდევ ერთხელ ჩარეცხე, რათა დარწმუნდე, რომ მილებში არაფერია ჩარჩენილი.
7. გამოცვალე საწოლის თეთრეული
წარმოიდგინე, რა სასიამოვნო იქნება ახალ თეთრეულში დაწოლა? ხოდა, რატომ უნდა თქვა ამ სიამოვნებაზე უარი?
SAFESEPT Clean 100მლ.
Add to cart
Sale!
SAFESEPT CLEAN ზედაპირებისთვის 600მლ. უტრიგერო
Add to cart
Sale!
SAFESEPT Clean 600მლ.
Add to cart
Sale!
SAFESEPT CLEAN ზედაპირებისთვის 1ლტ. უტრიგერო
Add to cart
Sale!
SAFESEPT Clean 1ლტ.
Add to cart
Sale!