COVID-19 | რა არის საჭირო სალონში რეგულაციების დაცვისთვის?
თუ სილამაზის სალონში მუშაობ ან მისი მფლობელი ხარ, ნამდვილად გაგიმართლა! შესაძლებლობა გაქვს მუშაობა განაგრძო, თუმცა ამას გარკვეული პასუხისმგებლობები ახლავს თან.
დღეს მოდი ვისაუბროთ იმ გზებზე თუ როგორ უნდა მოაწყო შენი სალონი, რათა დაიცვა ყველა რეგულაცია, დააკმაყოფილო უსაფრთხოების ყველა ნორმა და რაც მთავარია, მაქსიმალურად შეამცირო ვირუსის გავრცელების რისკი.
1. COVID უსაფრთხოებისთვის რა ინვენტარი გჭირდება?
პირველ რიგში, გაგაცნობთ იმ ინვენტარს, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს სალონში:
- ხელის სადეზინფექციო ხსნარი
- ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარი
- დეზობარიერი
- დეზობარიერის სითხე
- უკონტაქტო თერმომეტრი
- მანიშნებელი სტიკერები
- სპეციალური ნაგვის ურნა ნარჩენებისთვის
- პირბადე
2. დაიცავი დისტანცია
მნიშვნელოვანია სალონში/ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში დაიცვა სოციალური დისტანცია.
საუკეთესო შემთხვევაში 2 მეტრი. თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების (მოძრავი კედლები/შირმა და სხვ.) გამოყენება, რომელიც ექვემდებარება რეცხვა/დეზინფექციას;
3. მისაღებისა და სამუშაო სივრცის რეორგანიზაცია
აიღე ყველა არასაჭირო ნივთი, როგორიცაა ჟურნალები, გაზეთები, კატალოგები, დეკორატიული ელემენტები. ხშირად ჩაუტარე დეზინფექცია ავეჯს, მაგიდებს და დააყენე ზემოთხსენებული ბარიერები
4. დეზინფექცია
- შესასვლელში განათავსე ხელის სადეზინფექციო ხსნარი, სპრეის თავსახურიან ბოთლში ან კედელზე დამაგრებულ დისპენსერში
- სალონის გახსნამდე უნდა ჩაატარო საფუძლიანი წმენდა. დეზინფექცია ჩაუტარო ყველა ზედაპირს, ხელსაწყოს, თეთრეულის ჩათვლით.
- გაასუფთავე და ჩაუტარე დეზინფექცია კარის ყველა სახელურს და სხვახშირად შეხებად ზედაპირს, რომელსაც რეგულარულად ეხებიან თქვენი კლიენტები და პერსონალი.
- რეგულარულად გაწმინდე და დეზინფექცია ჩაუტარე სავარძლებს, მრავალჯერადი გამოყენების ნებისმიერ სხვა ნივთს, რომლებსაც კლიენტის მომსახურების დროს იყენებ.
- ყოველი სამუშაო დღის შემდეგ დაალაგე სივრცე სველი წესით და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
5. მოაწესირგე ინსტრუმენტები
გაითვალისწინე, რომ თითოეულ კლიენტისთვის ინდივიდუალური ინსტრუმენტების კომპლექტი უნდა გქონდეს, რომლებსაც დეზინფექცია ყოველი მომხმარებლის მიღებამდე და მის შემდგომ უნდა ჩაუტარო
6. იატაკის ან კედლის მანიშნებელი სტიკერები
სტიკერები ზონების უკეთ განსაზღვრაში დაგეხმარება. ის შენი გუნდის წევრებს და კლიენტებს უადვილებს სივრცეში გადაადგილებას. ასევე, თვალსაჩინო ადგილას განათავსე სტიკერები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
7. რისთვის გჭირდება სპეციალური ურნა?
ცალკე ურნაში უნდა მოათავსო გამოყენებული ერთჯერადი პირბადეები, ხელსახოცები, ხელთათმანი თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენები.
8. საპირფარეშო
მნიშვნელოვანია, რომ საპირფარეშოში ქაღალდი ინახებოდეს დახურულ სივრცეში. ამასთან აუცილებელია გქონდეს ანტიბაქტერიული საპონი, ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცები და სტიკერი ხელის სწორად დაბანის ინსტრუქციით. ბუნებრივია , საპირფარეშოში ყველა ზედაპირს, იატაკისა და ნიჟარის ჩათვლით რეგულარულად უნდა ჩაუტარო დეზინფექცია.
რეკომენდირებული ჰიგიენის და სადეზინფექციო საშუალებები
და ბოლოს – ორიოდე სიტყვა პროდუქტებზე , რომლებიც ამ პროცესებს გაცილებით მარტივს და უსაფრთხოს გახდის.
როგორც უკვე ვახსენეთ, კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის უნდა გამოყო სანიტარული საშუალებები. გაითვალისწინე, რომ სანიტაიზერი უნდა ფლობდეს სერთიფიკატს და უნდა ჰქონდეს ვირუსული, ბაქტერიოციდული და ფუნგიციდური მოქმედება.
ხელის სადეზინფექციოდ გირჩევთ SAFESEPT Fresh-ს.
იდეალურია თანამშრომლებისთვის, რომლებსაც დღის განმავლობაში ბევრჯერ უწევთ ხელის დამუშავება, რადგან ხსნარი არ აღიზიანებს, არ წვავს, არ აშრობს კანს, ჰიპოლაერგიულია და რაც მთავარია ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო.
სერთიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ (რეგ. #359)
ზედაპირებისთვისა და ავეჯისთვის გირჩევთ SAFESEPT Clean–ს
ეს ზუსტად ის ექსპრეს დეზინფექტანტია, რომელიც ძალიან დიდ დროს დაგიზოგავს დეზინფექციის პროცესში. საჭიროა მისი მხოლოდ შეფრქვევა ზედაპირზე და ნებისმიერ ბაქტერიასსა და ვირუსს გააქრობ. ჩამორეცხვა არ არის საჭირო.
ამასთან SAFESEPT Clean არ აზიანებს ზედაპირს და არ ტოვებს ლაქებს. შეგიძლია გამოიყენო ქსოვილზე, ტყავზე, მეტალზე და შენთვის სასურველი ნებისმიერი ზედაპირის სადეზინფექციოდ.
სერთიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ (რეგ. #360)