რატომ მიყურებს ჩემი ძაღლი? | SAFESEPT PETS
თუ შენი ძაღლი დაჟინებით გიყურებს, შენ კი ვერ გაგიგია რატომ, იცოდე, რომ ერთადერთი არ ხარ. ძაღლები საკმაოდ ხშირად გვიყურებენ, რითაც გვიბიძგებენ გავშიფროთ ამ იდუმალი მზერის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება ძაღლის გონებაში, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რაც დაგვეხმარება ამოვიცნოთ მათი ეს ქცევა.
ძაღლები იყენებენ თვალის კონტაქტს, როგორც კომუნიკაციის ფორმას. გაგაცნობ რამდენიმე შესაძლო მიზეზს, თუ რატომ გვიყურებენ ისინი.
1. ვუყვარვართ
ისევე, როგორც ადამიანები ვუყურებთ თვალებში მათ, ვინც გვიყვარს, ძაღლებმაც „ისესხეს“ჩვენგან ეს ჩვევა. ასე რომ, თუ ძაღლი საყვარელი და მონატრებული თვალებით გვიყურებს, ეს ნამდვილად სიყვარულის ნიშანია.
გაითვალისწინე!
არასდროს აიძულო ძაღლი შემოგხედოს თვალებში, ისინი ამას საფრთხედ აღიქვამენ და შესაბამისადაც რეაგირებენ.
2. ისინი კითხულობენ ჩვენს სხეულის ენას
რადგან ადამიანები და ძაღლები ვერ ვსაუბრობთ ერთ ენაზე, სანაცვლოდ ვაკვირდებით არავერბალურ ნიშნებს, რათა გავიგოთ ერთმანეთის მიზნები. ჩვენ ვცდილობთ შევისწავლოთ ძაღლის სხეულის ენა, ისინი კი ახდენენ ადამიანის ქცევის ინტერპრეტაციას. სწორედ ამიტომ გვიყურებენ, როდესაც გამოვაღებთ სამზარეულოს კარადას, ან ჩავიცვამთ ფეხზე. ამ დროს ისინი ჩვენგან ელიან ჯილდოს მიღებას, როგორიცაა გასეირნება ან საკვების მიცემა.
3. ისინი დაბნეულები არიან
დახრილი თავი და ჩამოყრილი ყურები – ასე გვანიშნებენ, რომ დაიბნენ და ჩვენგან ელოდებიან მითითებას. თუ მათ ახლახანს მიეცით ბრძანება და პასუხად ასეთი მზერა მიიღეთ, უმჯობესია გადაამოწმოთ რამდენად გასაგებია თქვენი ბრძანება მისთვის და დარწმუნდეთ, რომ ესმის მნიშვნელობა.
4. მათ რაღაცა უნდათ
ძაღლების პატრონები ხშირად იძულებულნი ვართ ვიმოქმედოთ, როდესაც ისინი დაჟინებით გვიყურებენ. ეს შეიძლება იყოს მათი ჩახუტება თუ გასეირნება. ამით კი უნებურად ვასწავლით რომ, ყოველი მსგავსი საქციელის შემდეგ, გარკვეულ ჯილდოს მიიღებენ.
5. გვთხოვენ საჭმელს
ძაღლებს ხშირად სურთ მიიღონ ჩვენი საკვების წილი.თუ სადილობისას გრძნობთ, როგორ გიყურებთ თქვენი მეგობარი, მას ნამდვილად სურს საჭმლის განაწილება
გაითვალისწინე!
რთულია გაუძლო ამ თვალებსს, მაგრა, ამ დროს დათმობა და საკვების მიცემა, შეიძლება ჩვევად იქცეს, მისი გადაჩვევა კი ძალიან რთულია.
6.ითხოვენ ყურადღებას
მაშინაც კი, თუ შინაურ ცხოველს ყოველდღე უდიდეს დროს ვუთმობთ, ძაღლებმა შეიძლება კვლავ მოგვთხოვონ დამატებითი ყურადღება თუ მოიწყენენ ან თამაშით არ დაკმაყოფილდებიან.
7. ავლენენ აგრესიას
თუ ძაღლი ძალიან აგრესიულია, უმჯობესია თავიდან ავიცილოთ მათთან თვალის კონტაქტი და მივცეთ დრო დასასვენებლად. აგრესიული მზერა, ჩვეულებრივ, უცხო ძაღლებთან ან ხალხთან ურთიერთობაში ვლინდება, და არა პატრონებთან. მაგრამ ყოველთვის უმჯობესია თვალი ავარიდოთ და თავი შეიკავოთ, თუ ნიშნები მიუთითებს შიშებულ ან შეშფოთებულ ხასიათზე.
8. ისინი განიცდიან კოგნიტურ დისფუნქციას
თუ შენი მოხუცი ძაღლი გაურკვეველი მიზეზების გამო მუდმივად გიყურებს, უმიზნოდ დახეტიალობს და გარკვეული ბრძანებები ავიწყდება, ეს ქცევა შეიძლება იყოს კოგნიტური დისფუნქციის სინდრომის ნიშანი. ამ დროს აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი.
-
Sale!
SAFESEPT PETS ცხოველებისთვის 100მლ.
₾7.80₾5.90
Add to cart