უსაფრთხო სადეზინფექციო ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის – SAFESEPT PETS
წარმოდგენილია სპრეის სახით, რომელიც გაგიადვილებთ მის გამოყენებას.
დანიშნულება:
სადეზინფექციო ცხოველების, ფრინველებისა და მათი ადგილსამყოფელის დეზინფექცია / დამუშავებისთვისაა.
იდეალურია გადასაყვანი გალიების, ჯამების, ქვეშაგების დეზინფექციისთვის.
მოსაქმებისა და მოშარდვის შემდეგ ადგილის დეზინფექციისთვის და სუნის გასაქრობად.
შესაძლებელია შინაური ცხოველის თათების გაწმენდა სახლში დაბრუნებისას.
გამოყენების წესი:
შეანჯღრიეთ, შეაფრქვიეთ ხსნარი დასამუშავებელ არეს 20-25 სმ-დან. გააჩერეთ 1 წუთი. არ ჩამოწმინდოთ, რაღ გაძლიერდეს პრეპარატის ზემოქმედება.
მახასიათებლები:
- არ შეიცავს ალდეგიდებს, ფენოლებს, ქლორსა და პეროქსიდულ ნაერთებს;
- არ აზიანებს დასამუშავებელ ზედაპირს, არ იწვევს მეტალის კოროზიას;
- კანსა და ლორწოვან გარსზე არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და არ აშრობს მას;
- სადეზინფექციო ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის უსაფრთხოა, დეზინფექციის შემდგომ არ საჭიროებს წყლით ჩამორეცხვას.
- საშუალებას აქვს ანტიმიკრობული აქტივობა სხვადასხვა გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების, ტუბერკულოზის გამომწვევის, ვირუსების (მათ შორის მწვავე რესპირატორული ინფექციების გამომწვევი ვირუსების, ჰერპესის, პოლიომიელიტი, ყველა სახის ჰეპატიტები, აივ-ინფექცია, ადენო-, როტა-, პაპოვავირუსი), კანდიდას გვარის სოკოს და ტრიქოფოტინის (დერმატოფიტის), ობის სოკოების, შიდა საავადმყოფო ინფექციების გამომწვევების მიმართ, აქვს სპოროციდიული აქტივობა, აგრეთვე ეფექტურია განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების(ნაწლავის ჩხირის, შავი ჭირის, ქოლერის, ციმბირის წყლულის, ქათმისა და ღორის გრიპის და სხვა) მიმართ. არ იწვევს რეზისტენტობას ზემოთ ჩამოთვლილი მიკოროორგანიზმების მიმართ.
შემადგენლობა:
პოლი-ჰექსამეტილენ გუანიდინის ჰიდროქლორიდი,
უსაფრთხოება:
უსაფრთხოა ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობისთვის (მიეკუთვნება ნაკლებად საშიშ ნივთიერებების მე4-5 ჯგუფებს)
გვერდითი მოვლენები:
თვალში მოხვედრისას დაიბანეთ გამდინარე წყლით 3 წუთის განმავლობაში. კუჭში მოხვედრისას მიიღეთ 6 აბი გააქტიურებული ნახშირი და 0,5 ლ. წყალი.
შენახვის წესები:
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, მზის სხივებისგან დაცულად, ტემპერატურა +10დან +25მდე.
დამზადებულია საქართველოში