როგორ მოვუაროთ მცენარეებს ზამთარში? | 6 რჩევა
მცენარეები არა მარტო ალამაზებს ჩვენს გარემოს, არამედ საუკეთესო საშუალებაა ჰაერის გასაწმენდად. ზამთრის პერიოდი საკმაოდ სტრესულია მათთვის, ტემპერატურა საგრძნობლად ვარდება, ასრულებენ ზრდის აქტიურ პერიოდს და მიძინების სტადიაში გადადიან. მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მცენარეები უმტკინვეულოდ გამოვაზამთროთ.წაიკითხე ეს 6 რჩევა და გადააგორე ზამთარი შენს მწავენე მეგობრებთან ერთად
1. მოათავსე მცენარეები ფანჯარასთან ახლოს, მაგრამ არა ფანჯრის რაფაზე
ზამთარში დღე იკლებს, შესაბამისად მცენარეებს ნაკლები ბუნებრივი სინათლე ხვდება. რეკომენდირებულია მცენარეები ფანჯარასთან 15-20 სმ დისტანციით დადგათ, ისინი საკმარის სინათლეს მიიღებენ, ასეთი დისტანციით კი თავს აირიდებთ მათი გაციებისგან (გაფუჭებისგან). რაც შეიძლება მეტი სინათლის მისაღებად, ეცადე ფარდები სულ გადაწეული გქონდეს.
2. გაწმინდე მცენარეები მტვრისგან
გაწმენდილი ფოთლები გაცილებით ეფექტურად შთანთქავს სინათლეს ვიდრე მტვრის ფენით დაფარული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცედურის ჩატარება ზამთარში.
3. დაამატე ხელოვნური განათება
თუ ამჩნევ, რომ სივრცეში არ გყოფნის სინათლე და არც ფანჯარასთან ახლოს გადადგმა შველის საქმეს, დააყენე სპეციალური ხელოვნური განათება, რომელსაც არამარტო ინტერნეტში არამედ ადგილობრივ ბაზარზეც იპოვი. სხვა შემთხვევაში უბრალო მაგიდის სანათიც გამოგადგება.
4. შეინარჩუნე სახლში თბილი ტემპერატურა
სახლში სითბოს შენარჩუნება აუცილებელია.დღის განმავლობაში მცენარეებისთვის იდეალურია 19-24 გრადუსი, ხოლო ღამით 16-18 გრადუსი. 10 გრადუსზე ქვევით ტემპერატურა მცენარეებისთვის დამღუპველია. გაითვალისწინე რომ მათი დადგმა გათბობის საშუალებასთან არ შეიძლება.
5. იზრუნე ტენიანობაზე
საუკეთესო ტენიანობა 40%-დან 50%-მდე მერყეობს. ზამთრის პერიოდში კი დაახლოებით 10%-მდე მცირდება, კომპენსირება კი შესაძლებელია ტენიანობის სპეციალური აპარატით. სხვა შემთხვევაში უბრალოდ დანამე მცენარეები დღეში ერთხელ ან ორჯერ.
6. შეამცირე მცენარეების მორწყვა
არსებობს მოსაზრება, რომ წყალი აკეთებს მზის სინათლისა და ტენიანობის კომპენცასიას, ეს სრული სიცრუეა! ზამთარში მცენარეების მორწყვა სასურველია მაქსიმალურად შეამცირო, კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ. დამოკიდებულია რა თქმა უნდა მცენარეზე.
-
SAFESEPT GREEN მცენარეებისთვის 100მლ.
₾6.80₾4.90
Add to cart
6 ყველაზე დაბინძურებული ნივთი ოფისში
1. ლიფტის ღილაკებიროგორ ფიქრობ, ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ეხება ლიფტის ღილაკებს? პასუხი მარტივია – ბევრი. სწორედ ამიტომ, ლიფტის ღილაკებზე იმაზე მეტი…განაგრძე კითხვა
სად იმალებიან ბაქტერიები? | ყველაზე დაბინძურებული ნივთები
პანდემიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელების ხშირი დაბანა აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი.წარმოიდგინე, ხელების დაბანის შემდეგ ისევ უამრავ ნივთს ეხები, რომელებზეც იმაზე…განაგრძე კითხვა